ქართული

↓ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ ადამიანები საქსონიის და საქსონია-ანჰალტის სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენ გვაქვს მეტნაკლები გამოცდილება თავშესაფრის მაძიებლებთან მუშაობის და ვხედავთ, რომ ისინი ხშირად ეძებენ სივრცეს, სადაც ისინი ნამდვილად მიიღებენ თავშესაფარს. ბანაკში განთავსება ან დეპორტაციის საფრთხე – უსაფრთხოების და სტაბილურობის პოვნა ხშირად რთულია.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა Soli-Asyl , რომელსაც აგრეთვე უწოდებენ Bürger:innen-Asyl (მოქალაქეთა თავშესაფარი).

აქაც განსხვავებული გამოცდილება მივიღეთ და სხვადასხვა მოდელები გამოვცადეთ.

სამი მიზეზის გამო შევიკრიბეთ:

  • პირველ რიგში ჩვენ ვცვლით იდეებს სხვადასხვა ქალაქებს შორის – რა გამოცდილება გვაქვს, როგორ დავფაროთ ხარჯები, როგორ გავუმკლავდეთ რთულ ადამიანურ და ემოციურ მდგომარეობებს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რისი არა და ა.შ.
  • მეორე, ჩვენ გვინდა შევქმნათ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პროტესტის გაჟღერება იქნება შესაძლებელი. ბევრი ადამიანი უკვე გვთავაზობს Soli- ოთახებს, ზოგი დიდი ხნით. ბევრმა უკვე ისარგებლა Soli-Asyl -ით. მათ ბევრი აქვთ მოსაყოლი აქვთ კონკრეტული პოზიცია თავშესაფრის პოლიტიკასა და დეპორტაციის პრაქტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ხშირად ვერ ბედავენ საჯაროდ გამოსვლას. ამ პლატფორმით ეს ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად როგორ შეიძლება საჯაროდ ისაუბრო ან რამე გააპროტესტო, მაგრამ მაინც ანონიმური დარჩე. პასუხები თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ კითხვებზე!
  • მესამე, ამ ვებ-საიტით გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, საცხოვრებლის/ოთახების მომზადებასთან დაკავშირებით. აგრეთვე ინფორმაციას უკვე გამოცდილ ან შესაძლებელ დაფინანსების მოდელებზე და ორგანიზაციებზე. ჩვენ პირდაპირ არ ვთავაზობთ ოთახებს. ჩვენთანაც ოთახების მოთხოვნა აღემატება შეთავაზების რაოდენობას.

თუ თქვენ შეგიძლიათ ოთახის შეთავაზება დიდი ორგანიზაციული ან ფინანსური ძალისხმევის გარეშე, მაგრამ არ იცით როგორ იპოვო ის ადამიანები ვისაც Soli-Asyl სჭირდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შუამავლობა. უმჯობესია მოგვწეროთ დაშიფრული ფორმით. საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიის ბოლოს.

↓ინფორმაცია Soli-Asyl ის შესახებ

რატომ არის საჭირო Soli-Asyl, ან როდიდან?

არ გვინდა დროის დაკარგვა აუცილებლობაზე საუბრით, მხოლოდ ვიტყვით, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა დადეპორტებული ადამიანების რიცხვი. ეს ყველაფერი გამოიწვია კანონების გამკაცრებამ. ჩვენ უარვყოფთ ასეთ პოლიტიკას და პრაქტიკას.
თუ როდიდან არის ეს აუცილებელი ამის თქმა რეალურად რთულია. ძირითადად Soli-Asyl-ის იდეა მდგომარეობს ადამიანების დაცვაში დეპორტაციისგან. თუმცა პრინციპი კვლავ მოქმედებს : დარჩენის უფლება Soli-Asyl-ზე წინ დგას.
არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია შესთავაზოს ბინადრობის ან მუშაობის ნებართვა და როგორც წესი არც ქირავნობის ხელშეკრულება, რომელსაც ლტოლვილები თავად მოაწერენ ხელს. მიზანი ხალხის ლეგალიზაციაა. მათი სისტემაში შეყვანისთვის უნდა მოიძებნოს გზა. ამრიგად, Soli-Asyl უნდა იქნას მხოლოდ გაგებული , როგორც შუალედური გადაწყვეტა და ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ინდივიდიალური იურიდიული შემთხვევები. ამისთვის არის საკონსულტაციო ცენტრები. ჩვენ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ასევე ჩვენც შეგვიძლია კონსულტაციის გაწევა.
ადამიანები, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ ,,ვალდებულნი არიან დატოვონ ქვეყანა“.
თუმცა ყველა პირს, რომლებიც ვალდებულნი არიან ქვეყანა დატოვონ არ სჭირდებათ Soli-Zimmer (სოლიდარული ოთახი).

მაგალითები, როდესაც Soli-Asyl არ არის აუცილებელი :

  • ადამიანები, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ, ხშირად პოულობენ თავშესაფარს ოჯახებთან, მეგობრებთან და ა.შ. მათ შეუძლიათ გამოიყენენონ საკუთარი რესურსები.
  • დეპორტაცია შეიძლება, მაგალითად აღკვეთოს ადმინისტრაციულმა სასამართლომ. მაშინ არის შესაძლებელი გადაუდებელი განცხადება წარმატებული აღმოჩნდეს. ან როდესაც პირი არის ვალდებული დატოვოს ქვეყანა, მაგრამ შემწყნარებლობის(Duldung) გათვალისწინებით.
  • დეპორტაციის საფრთხის ფონზე, შესაძლოა ბანაკში რამდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ, ადამიანებს ყოველთვის არ სურთ აქ დარჩენა, მათ უბრალოდ უნდათ წასვლა. ხელისუფლება და სამინისტროები ამას „მეორად მიგრაციას“ უწოდებენ, როცა ადამიანები ევროპის სხვა ქვეყანაში მიდიან და იქ ცდილობენ ცხოვრებას. ეს შეიძლება არ იყოს ყოველთვის იურიდიულად გამართლებული აზრი, თუმცა უბრალოდ წასვლა არის გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანები დამოუკიდებლად იღებენ, ეს მისაღებია და შესაძლებელია მათი მხარდაჭერა.
  • ყველა ქვეყანაში ადამიანების დადეპორტება არ არის შესაძლებელი. მაგალითად, ლიბიასთან არანაირი კავშირი არ არსებობს. ამ შემთხვევაში გონივრულია ენერგიის, დროისა და რესურსების ინვესტირება დარჩენის უფლების მოპოვებისთვის. თუ ბინადრობის ნებართვა უკვე გაცემულია პირზე, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ მან ბინა მოიპოვოს და შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება.

 

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს Soli-Asyl გამოსადეგი:

  • ე.წ. „დუბლინის საქმეებში“; ანუ სადაც უნდა განხორციელდეს დეპორტაცია, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში. გერმანიას 6 თვე აქვს დეპორტაციის განსახორციელებლად. თუ გერმანიის ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს, თავშესაფრის პროცედურაზე პასუხისმგებლობა გადადის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე (BAMF) . პირი ამ დროისთვის დაცულია დეპორტაციისგან.
  • თუ BAMF უარყოფს თავშესაფრის მოთხოვნას და თუ ადმინისტრაციული სასამართლოები დეპორტაციისგან დაცვას ვეღარ შეძლებენ, მაშინ დეპორტაციის რისკი იზრდება. აქ მნიშვნელოვანია კარგად იქნეს გამოკვლეული, არის თუ არა რამე შანსი ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის.
  • როდესაც ადამიანები იმყოფებიან ბანაკში (სახელმწიფო მიმღებ დაწესებულებაში ან კომუნალურ საცხოვრებელში) და ვეღარ უძლებენ იქ ყოფნას. მაგალითად მათზე ხორციელდება ზეწოლა ან ძალადობა. ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი გმოცდილება. მათ არ ემუქრებოდათ დეპორტაცია, თუმცა მაინც საჭირო იყო აბსოლუტური კონფიდენციალობა და საკონსულტაციო კავშირები.
  • ალბათ ყველაზე რთული შემთხვევა არის ის, რასაც PRO ASYL უწოდებს ,,refugees in orbit’’ (,,ლტოლვილებს ორბიტაზე’’). ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში. ყურადღება: ეს არ არის ე.წ. დუბლინის საქმეები, რადგან თავშესაფრის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. დუბლინის საქმეებში, ექვსი თვის შემდეგ არის შანსი გერმანიის თავშესაფრის პროცედურებში შესვლის. მაგრამ ეს ასე არ არის „ლტოლვილების ორბიტაზე“ შემთხვევაში, ან არც ისე ადვილია ამის მიღწევა. ეს ნიშნავს: ფედერაციული რესპუბლიკა ამბობს, რომ ამ ადამიანმა უკვე მიიღო დაცვა და აღარ არის პასუხისმგებელი. თუ გერმანიაში თავშესაფრის მიღების პროცედურა საბოლოოდ დასრულდა, მაშინ ამ ადამიანს სოციალური შეღავათების უფლებაც კი აღარ აქვს. ყოფნის უფლების მოპოვება რთულია. ხშირად შეიძლება წლები გავიდეს, სანამ ლეგალიზაციის გზა მოიძებნება . ჩვენ ვხედავთ, რომ გაიზარდა იმ ადამიანების მოთხოვნილებებიც, რომლებიც ზუსტად ამ სიტუაციაში არიან.

 

Soli-Asyli- რა მოდელები არსებობს?

თითოეული საცხოვრებელი ინდივიდუალურია და ადაპტირებულია შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საცხოვრებლები. აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელს. ასევე არის შესაძლებლობა ჩაერთოთ ორგანიზაციულად ან შემოწირულობით – იხილეთ ქვემოთ.

მოდელი 1 – დივანი – რამდენიმე დღე

ბინაში დგას დივანი და შეუძლია ერთ ადამიანს მასზე დაძინება. პირობები არ იძლევა ხანგრძლივი ყოფნის საშუალებას, მაგრამ ორი ან სამი ღამის განმავლობაში ეს შესაძლებელია .თქვენ მოგვაწოდეთ თქვენი კონტაქტი და ჩვენ დროდადრო გკითხავთ, შესაძლებელია თუ არა მოკლევადიანი შესახლებები.

მოდელი 2 – სასტუმრო ოთახი – კვირები ან თვეები

თქვენს სახლში, საერთო საცხოვრებელში არის სასტუმრო ოთახი ან სამუშაო ოთახი, სადაც არის დივანი. ის ხშირად ცარიელია ხოლმე. შესაძლებელია რამოდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში ადამიანის იქ ცხოვრება. აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ იმის წარმოდგენა , რომ ადამიანს შეუძლია ცოტა ხნით იცხოვროს თქვენს ოჯახში, თქვენს ბინაში.შეგვატყობინეთ, ჩვენ შეგვიძლია შუამავლობა და თქვენი მხრიდან შემდგომი საჭიროებების თქვენთან ერთად განხილვა.

მოდელი 3 – თავშესაფარი – თეორიულად: წლები

თქვენ ხართ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აქვს საკმარისი დრო და ორგანიზაციული შესაძლებლობები. გსურთ ბინის დაქირავება, გაქვთ ბრწყინვალე იდეები იმის შესახებ, თუ როგორ დააფინანსოთ თქვენი ქირა, დეპოზიტი, ინტერნეტი და GEZ. მოგვწერეთ, თუ გსურთ გამოცდილების გაცვლა ჩვენთან ან გაქვთ სხვა შესაძლებლობები, როგორიცაა გაჭირვებული ადამიანების პოვნა.

მოდელი 4 – სახლის პროექტი/ვაგონის ადგილი – კვირებიდან წლამდე

თქვენი სახლის პროექტში, მანქანების სადგომებზე სადაც ხშირად ბევრი ოთახია. ყოველთვის რაღაც ხდება და თქვენც გაქვთ პოლიტიკური პრეტენზია. მაშ, რატომ არ უნდა გახადოთ ოთახები ხელმისაწვდომი? ჩვენს ჯგუფში ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, თან ახლდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წარმატებით ახორციელებდნენ Soli-Asyl თავიანთ სტრუქტურებში. მოხარული ვიქნებით თქვენთან საუბრით !

ბმულები სხვა ვებსაიტებზე/საინფორმაციო წყაროებზე

↓სამართლებრივი ასპექტები, პოლიციისგან დევნა, რეპრესიები.

უპირველეს ყოვლისა: ჩვენთვის ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე დასჯილიყო Soli-Asyli-ის დახმარების გამო. რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალ ჯარიმებზე.ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხს ყურადღებით უნდა გავეცნოთ, გავუმკლავდეთ და მივიღოთ ზომები, რომლებიც ამცირებს იურიდიულ მოქმედებებს ჩვენს წინააღმდეგ – განსაკუთრებით იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ დაცვას, ექვემდებარებიან დევნისა და სასჯელის მაღალ ზეწოლას. მაგრამ თეორიული შანსი მაინც არსებობს, რომ მხარდაჭერების წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს იურიდიული ქმედებები. ამისთვის ჩვენ ავიღეთ შემდეგი პუნქტი Leitfaden für Menschen, die Zimmer bereitstellen:

სახელმძღვანელოდან : თუ თქვენ მასპინძლობთ ვინმეს, რომელსაც აქვს „დულდუნგი“ ან სხვა მოქმედი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, ეს არის იურიდიულად შეუსაბამო სტუმართმოყვარეობა. თუ პირი არალეგალია, ანუ საბუთებისა და ბინადრობის მოწმობების გარეშე – სასამართლო პროცესის დროს უნდა დაამტკიცონ, რომ თქვენ იცოდით, რომ ეს პიროვნება იმ დროს არალეგალი რომ იყო. გერმანიის ბინადრობის კანონის (§96 AufenthG) მიხედვით, პირი, რომელიც სთავაზობს მხარდაჭერას და დახმარებას, დეპორტაციის საფრთხის წინაშე მყოფ პირს, შეიძლება იყოს დამნაშავე როგორც ,,დახმარება არალეგალურად ცხოვრებაში’’. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი არის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ექვივალენტური ჯარიმა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასჯელი უმეტეს შემთხვევაში ნაკლებია, თუ არ არსებობს სისხლის სამართლის ჩანაწერი. მნიშვნელოვანია იცოდეთ სისხლისსამართლებრივი დევნის რისკების შესახებ. მაგრამ დაიმახსოვრეთ: რისკი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ალბათ უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანის რისკი, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება.

↓მეც მინდა მონაწილეობა

Soli-Asyl-ის მხარდაჭერის მრავალი გზა არსებობს და ჩვენ გვიხარია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა! თუ თქვენ ვერ ხედავთ საკუთარ თავს აქ ჩამოთვლილ ვარიანტებში, გთხოვთ მოგვწეროთ მაინც, თუ გსურთ რაიმე წვლილის შეტანა! თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი კონტაქტი სტატიის ბოლოს.

ფულადი შემოწირულობა

საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა ძვირია. ფულადი შემოწირულობებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მეტი ოთახის მომზადებაში. თუ თქვენ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ ერთჯერადი ან მუდმივი შემოწირულობის გაკეთება, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ.წერილი და ჩვენ ვიპოვით გამოსავალს.

დროებითი საცხოვრებლის შეთავაზება

იქნებ ცოტახნით შენს საცხოვრებელში თავისუფალი ოთახია? იქნებ გსურთ რამოდენიმე დღით უზრუნველყოთ დეპორტაციის საშიშროების მქონე პირის ღამის გათევა თქვენს დივანზე? ასეთი შესაძლებლობები ძალიან ღირებულია მაგალითად, კოლექტიური დეპორტაციის დროს.
თუ თქვენთვის ასეთი რამე მისაღებია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შემდეგ ჩვენ თქვენთან ერთად დავაზუსტებთ რამოდენიმე საკითხს რათა უფრო დეტალურად აღვწეროთ, თუ როგორ იმუშავებს ეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა სცადოთ.

გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფა

ჩვენ რათქმაუნდა ვცდილობთ, რომ შევძლოთ გრძელვადიანი საცხოვრებლის შეთავაზება. თუ ადამიანები ვერ იცხოვრებენ კოლექტიურ საცხოვრებელში ან განიცდიან დისკრიმინაციას, აუცილებელია მუდმივი ბინა. ჩვენ ვეძებთ ბინებს ან ოთახებს, რომლებშიც ადამიანებს შეუძლიათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრება. ვინაიდან ამ ტიპის მხარდაჭერას ბევრი პრივილეგია აქვს (იურიდიული, ემოციური, მუშაობის შესაძლებლობა, ფინანსები და მრავალი სხვა), ჩვენ გთავაზობთ ერთგვარ სემინარს და მხარდაჭერას, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ. დაგვიკავშირდით და ჩვენ ვიპოვით შეხვედრისთვის მისაღებ დღეს და დროს!

ორგანიზებაში დახმარება

ჩვენი ჯგუფი ზრუნავს ინფორმაციის მომზადებაზე, აქტივისტებს შორის კონტაქტის დამყარებაზე, მხარდაჭერის ორგანიზებაზე . თუ გსურთ ჩვენი მხარდაჭერა, გთხოვთ მოგვწეროთ. შემდეგ ჩვენ შევხვდებით და ვნახავთ როგორ შევძლებთ ერთად მუშაობას.

↓კონტაქტი PGP- გასაღები

თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: schaukelpferd (at) riseup (dot) net გთხოვთ, დაშიფროთ თქვენი ელფოსტა. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენი PGP- გასაღები ამ გვერდის ბოლოს.

მე არ მაქვს დაშიფრული კომუნიკაცია და არ ვიცი როგორ დავაყენო. მიუხედავად ამისა, მსურს თქვენთან დაკავშირება. რა უნდა ვქნა?

ელ.ფოსტის დაშიფვრისთვის გჭირდებათ შესაბამისი პროგრამა კომპიუტერზე, კარგი არჩევანია – Thunderbird. ადვილად გასაგები ინსტრუქციებით ნახავთ, თუ როგორ უნდა დააყენოთ ელ.ფოსტის დაშიფვრა. თუ ეს არ გამოგადგებათ, უბრალოდ მოგვწერეთ ჩვეულებრივი ელ. წერილი თქვენს შესახებ ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. შემდეგ ჩვენ შევძლებთ პირადად შეხვედრას. შეხვედრის განმავლობაში არამხოლოდ ვისაუბრებთ არამედ თუ სურვილი გექნებათ გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს ელ.ფოსტის დაშიფვრა.

საჯარო PGP- გასაღები

schaukelpferd (at) riseup (dot) net

—–BEGIN PGP PUBLIC KEY BLOCK—–

xsDNBGB1o+wBDACzjT6YnEW2XhiZoJT4T1WFbS0Z7+d8LgTC9bjqtZfN9vuDj0j1
AhLMr5ScZK0bASq2OApXrB/t+vpl/aRM6fyI9ys6A5wfvVibYWfmYrVvTDvxul/p
aKoYxTG+UOa7yJC0wGN/tvSRjoGn8uWqmodE2ZAddiZcoYULhj74neMDxkMLbfpK
LqKH4kEClOGt+ct4oYmjGkbKN65XjjcBXQ/mIJjNzrn2gMf7XYjO3qfkQmWXNIih
/LzK/3cBAFOfcaGX7gx5opdF891PjUqb+cNRlyHEuMWx009nC6eDmV2AUkIVO+nA
/90YMWtpJ9MJl0F7daJXBpNW5loaSBhs1EHizbXIGSD6ciyJ4t5LeinS9UFU0kfN
S5uw34s6MDNS02DU+dr+ih2J/Hl8O5+inhqhgCsKX/OmaKMvamx8y04Xr4fI0D5S
CIQsevchm9qAxCm3mZZ/lN1JPYeu6LIx9P+rzXVSt36PFnx9sf98yCwPqfS07br9
s6UwZsNOrKDoZFMAEQEAAc0oU2NoYXVrZWxwZmVyZCA8c2NoYXVrZWxwZmVyZEBy
aXNldXAubmV0PsLBDwQTAQgAORYhBPOBoiq3fzyKv4g3wW5mtvwVBz7MBQJiaGbC
BQkJXTLWAhsDBQsJCAcCBhUICQoLAgUWAgMBAAAKCRBuZrb8FQc+zOFBC/9zVuOG
m7Xld5+NT+Ih5uwT+xnNkZLaR4w/2O4vrOvLf2LZRPkxCOnkrUDRXB/Me7DwdUNS
giDU8ME97/wTzGBbF1JExztzxk1JWagRRQY4WTNtzUEmUWXrVW0nJepaPq7BQd0I
KgWbAfP0iWyK4R9QA14+QfB9tmLNEbo5pQoNmwCyByOjM7CEg2xpsDfRI81NiAwF
vWbH/yTh2G2ZTxo5JfTl5qbvH7QYj8T7iUhtYqOtCU85GCXnhbiePWEWGmL78qf7
0EIziytkkHogsc/0QtYFlAZwA0ouiQN7mqd1kLP4Am+XiCoB9ibDOUyOEAckyi8m
4dpHwpMZHXApLw7mURpzlGE/W1O187LqKk7+ntO3ltD0tSwrH05v9qJY5DgGc6mV
QDyL7Jpo4pO6bL/zdh7Vqy0kvxPqf6BP9cQE6VKhYbgZuZYMuPaSdGQFIXf9/wvU
n1DQvVNGaFBLDKcd43hDBDfPd3v2uZFanbjOtoUEVFdKpkU1DGDSsYo7k47OwM0E
YHWj8AEMAKs2q+ALoNQ/r57x1F6gTs7X8jejKWut7BWcp44k9SW+xONIhVLRrvdC
nMdd2AkNC+YK1zXmLUSbmqIrvMogTI2dp+h6DBxJwgiz8PuJTiwMqQ5K+A55J4v6
5r0j55X97qcy+MUvH+QPfC0+mCZH8NTddyfCJHS7XLp7xwtSs3eNDVDwShNiwwdA
PAbEnC5Coa9PAi4qA8SHsLOixrpmbmh/iFVhBZlyEW/zTssznGagzbMDdHZkbrrY
bK9I7Yy8DkbJ54geXv6TG/qIl/DnDfHi64pPfh17z4oYiX1AUYuUrPMQxeF9ZNxm
QsT48CoMNx7Ggzss2eWM4O3vhYlVPRA1HXiF2uJ/SuDIB/54baM+7ZFkUvzXIJ0r
A2Qvv3b7lhA5FW0eilCUOuOUHPfbrPfEkrOuEJ+ojwtjKtrcY2h8ET7i+kwEFCFT
nHOb6+fWVelQr0OU3lKvoqMlPD3NJX6LdFggbcRhoD0qlp5Zq3jEOfD81Sp1Wlty
gsG0RfbaJwARAQABwsEGBBgBCAAmFiEE84GiKrd/PIq/iDfBbma2/BUHPswFAmJo
ZsIFCQldMtYCGwwAFAkQbma2/BUHPswJEG5mtvwVBz7Mm+AL/AvuXm7kQgU0n9/5
ZE3ZL1tj6mkylHh83py3BAPxDla/hemYb8vdDul3hVOSWhr8wouXSfm386ud8hxr
QybLCTpAEWN1mUJB/UkX1qdyJvksoUNLDUY6rLaW0rDAK3URdmMvOQsjho+/hLBn
tzmXPhncjxU4FNBk+SP6le14bEPBoFEgAKPD8MVISCs28irzlM1BlwrTv97afwNr
YfKjRyuJlayI16PVVBnTajjsuZrTiAw3Z93JMaJOumRXkC/VjyLGjsEXrJk6e3lG
At9HE+GpzOBQ1EYYGa1QGuo8795MWHCt5DTTPJjlqbrTvYrnezLzByn2t9hSKNzG
DNux1268GOl1K7BHW6CiNQnLfez9kpd+bHLd9dDFiCum7qxg/BiCxu/Q1FLYc8kG
4bGod0ZDZrL5s526VZ+S1KgEbpPzTCw1ia5OAHwE2vZDoSNYbi+DEKF0SECW/k0o
GH+XQQuxN1XiABKU4fexixLcXEuPvymly+FYHV9pBPA74sLIpA==
=do4c
—–END PGP PUBLIC KEY BLOCK—–